მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა იწყება

მოსამართლეების შერჩევა

დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა იწყება. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

სხდომა სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ნაფიცი მსაჯულები საქმეზე ბრალდებული სამი პირის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის ბრალეულობას განიხილავენ. აღნიშნულზე თანხმობა სრულწლოვანმა ბრალდებულებმა განაცხადეს.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალი 5 პირს ედება, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.

მიმდინარე წლის 21 ივნისს, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა არაგვში იპოვეს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.