მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. 

სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომლის გადაწყვეტილების თანახმადაც მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აღნიშნავს, რომ დანიშნული სასამართლო პროცესისგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება. მისი თქმით, სამართლებრივად, 1%-იანი მიზეზიც არ არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის პატიმრობაში დასატოვებლად.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ილუზია არავის გვაქვს, რომ სასამართლოში მიიღება გადაწყვეტილება. ჩვენ, დიდი ალბათობით, 8 აპრილს მოვისმენთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც გაახმოვანებს სასამართლო, ნიკა მელიას გაათავისუფლებს უკანონო პატიმრობიდან, თუ იგი დარჩება პოლიტიკური პატიმრობის ქვეშ. თუკი ამას კანონის თვალათახედვით შევხედავთ, არ არსებობს 1% იმისა, რომ მოსამართლემ მიიღოს გადაწყვეტილება, ნიკა მელია დატოვოს პატიმრობაში“,- განაცხადა კონდახაშვილმა.

ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან, მოუწევთ წილი ყარონ“ - ნიკა მელია

🔴 ნიკა მელიას ადვოკატი: დიდი ალბათობით, 8 აპრილს მოვისმენთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას