მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი განახლდება

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

დღეს, 13 ოქტომბერს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი განახლდება.

პროცესზე იგეგმება ბრალდებულების, როგორც დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა.

როგორც ადვოკატები ამბობენ გამოკითხულთა შორის იქნებიან ტოიოტა ქამრისა და მერსედესის მარკის ავტომობილების მგზავრები. უფლებადამცველები რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებასაც აპირებენ.

როგორც ბრალდებული ლ.შ.-ის ადვოკატი ამბობს, გამოძახებული უნდა იქნას 11 პირი გამოყოფილი საქმიდან. ასევე მისი თქმით არასრულწლოვანი ლ.შ. დაარღვევს დუმილის უფლებას და სასამართლოს ჩვენებას აძლევს.

შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.