მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომა გაიმართება

მცხეთის სასამართლოს ფასადი

დღეს, 31 ივლისს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ძალაში დატოვებაზე იმსჯელებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.