მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

არ გადაკვეთო

თბილისში, დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.