მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დოროყაშვილის ადვოკატი: ბასილაშვილის წარმატება პირველ რიგში მის ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

"უნდა ვისაუბროთ მის პირად წარმატებაში თუ რა როლის აქვს მის ყოფილ მეუღლეს", - აღნიშნულის შესახებ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველმა აღნიშნა, ჩოგბურთელის დიდი წარმატება სწორედ მის ყოფილ მეუღლეს უკავშირდება.

"ვწუხვარ, მაგრამ თუ მის კარიერას და მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი მას რისკენაც ხელი შეუძლია გაიშვიროს არის, საკუთარი თავი. სამწუხაროდ, გვიწევს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ამავდროულად უნდა ვისაუბროთ მის პირად წარმატებაში რა როლის აქვს მის ყოფილ მეუღლეს. ქალბატონი ნელი, პრაქტიკულად 8 წელი თანაცხოვრების პროცესში იყო ნიკოლოზ ბასილაშვილთან და ბასილაშვილის წარმატება პირდაპირ უკავშირდება თანაცხოვრების პერიოდს. ამაზე თავად ბატონი ნიკოლოზი საუბრობს არაერთხელ. ის აღიარებს უკვე ყოფილი მეუღლის როლს მის სპორტულ წარმატებაში. ასე რომ თუ ვინმეს გიამაყიათ ბატონი ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახთან და პირველ რიგში მის ყოფილ ცოლთან. ტავად ქალბატონი ნელი, იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა თავისი მეუღლისათვის უარს ამბობდა, პირად კარიერულ წარმატებაზე. ეს არ არის ჩვენი სიტყვები მხოლოდ, აქ დეტალებს არ მოვყვებით. მან კარიერა დაიწყო საჯარო სამსახურში. კონკრეტული შემოთავაზებები ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისევ მის გარეთ, მაგრამ გააკეთა არჩევანი, რომ დახმარებოდა საკუთარ მეუღლეს. ასე რომ მისი როლი იმ კარგ საქმეში, რომლითაც ჩვენ უნდა ვამაყობდეთ არის ძალიან დიდი", - განაცხადა ანა აბაშიძემ.