სამართალი

დოროყაშვილის ადვოკატი: მითითება იმაზე, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი
19:23 25.05
დაკოპირებულია

"მტკიცებულებების გასაჯაროებას არ ვაპირებთ", - აღნიშნულის შესახებ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა ანა თავხელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, მტკიცებულებების დეტალებზე დაზარალებულისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე არ ისაუბრებენ.

უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოძიება სათანადოდ ჩატარდება.

"ამ საქმის დეტალებში არ შევალთ პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე იქიდან, რომ არ შეიძლება ადამიანების პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის საგანი გახდეს. აქ საუბარი არ არის ერთ კონკრეტულ ინციდენტზე და ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, საუბარია განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე, რომელიც სხვადასხვა დროსა და ადგილას ხდებოდა სხვადასხვა ფორმით ძალადობა, რაც არის დამატებით გამოძიების საგანი. მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს ამ მიმართულებით და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს. მეორე საკითხი- ეს არის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები. გამოძიების საწყის ეტაპზე ხაზგასმით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რასაც დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლო. საუბარია სხვადასხვა მტკიცებულებებზე, საუბარია როგორც მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე ფოტო და ვიდეო მასალაზე. მთავარია, რომ გამოძიება გრძელდება. მითითება იმაზე, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს არასწორია, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ამ კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეში არ შევდივართ და არ ვასაჯაროვებთ, ვინაიდან ვუფრთხილდებით ბავშვის საუკეთესო ინტერესებს", - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 6616 საწოლის მობილიზაციის შესაძლებლობა არსებობს...
20 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 2075-მა ადამიანმა შეძლო. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნ...
27 წუთის წინ
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საავიაციო კომპანია Wizz Air-ის ბაზა საქართველოში დი...
29 წუთის წინ
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა. stopcov.ge-...
36 წუთის წინ
ვირუსი და დნმ

საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვე...

დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადება...
38 წუთის წინ
პირველი ნოემბრიდან კომუნალური გადასახადე...
პირველი ნოემბრიდან მთავრობის მიერ მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირე...
არჩილ თალაკვაძე: ამ არჩევნებით საზოგადოე...
„მიეცით ხმა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობის განმტკიცება, ზრუნვა...
არჩილ თალაკვაძე: დავით გარეჯი ჩვენი იდენ...
„დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ის მთელ საზოგადოებას აერთიანებს. ამ...