მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. აფხაზური სუსი: რუსეთთან ერთად მივიღებთ ყველა ზომას, რათა კრიმინალი არ შევიდეს აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთი განცხადება

ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მანქანით აფხაზეთის მიმართულებით გაემართა, განუცხადა Sputnik- ს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა.

მისივე თქმით, ე.წ. ენგურის საგუშაგო დაკეტილია 19:00 საათიდან 07:00 საათამდე, ამ პერიოდში ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერავინ შეძლებს.

"აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ძალები სასაზღვრო პასუხისმგებლობის ზონაში, რუსეთთან ერთად, მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ კრიმინალი არ შევიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე”, - განაცხადა ლატიპოვმა.

შეგახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.