მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. კანონიერი ქურდები საქართველოს პრეზიდენტს უჩივიან

სამართლებრივი დავა

კრიმინალური ავტორიტეტები დავით გერლიანი იგივე „სვანა“ და ილია სამსონია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იურისტის დახმარებით სარჩელს ამზადებენ.

ცნობილია რომ ე.წ. კანონიერი ქურდები ქვეყნის მთავარსარდალს საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას ედავებიან.

ადვოკატ თამარ აბესაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გერლიანისა და სამსონიას საქართველოს მოქალაქეობა ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ჩამოართვეს.

„საქართველოს პრეზიდენტის მეშვეობით მათ მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს მოხდა აბსოლუტურად გადაუმოწმებელი და ყველანაირ საფუძველს მოკლებული დოკუმენტაციის წარდგენით. საქართველოს პრეზიდენტთან იყო წარდგენილი საბუთები თითქოს ამ ადამიანებმა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს. მათ სურთ რომ სასამართლოს მეშვეობით აღიდგინონ წართმეული საქართველოს მოქალაქეობა. ისინი გაბნეული არიან ევროპის ქვეყნებში, იქ საქართველოს პასპორტი აღარ მუშაობს“, - განაცხადა თამარ აბესაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.