მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდათ

გურჯაანის რაიონული სასამართლო

ლაგოდეხის ნაკრძალში, მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პედაგოგების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა.

ბრალდების მხარე 5 000 ლარიან გირაოს მოითხოვდა, თუმცა, მაგისტრანტმა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და პედაგოგები აღკვეთის გარეშე დატოვა, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს.

საქმე ეხება გასულ წელს სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ექსკურსიაზე წასულ მოსწავლეებს აღმზრდელმა მდინარის ადიდების მიუხედავად, გადაადგილების ნება დართო.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილმა ჩანჩქერიდან დაბრუნება ვეღარ შეძლო და გარდაიცვალა.

წინა სასამართლო სხდომა 24 აგვისტოს ჩაინიშნა.