მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი: ამბობს, რომ მას ქეჩოში მოჰკიდეს ხელი და ათრიეს მიწაზე

თენგო ბარბაქაძის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის თენგო ბარბაქაძის ადვოკატის გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აგარაკზე მომხდარ ინციდენტში დაზარალებულია.

"ჩემთვის უცნობია რომელი მუხლით არის ის დაკავებული, სავარაუდოდ ძალადობის მუხლით არის. ჩვენ მცხეთის სამხარეო პოლიციაში ერთად დაკითხვაზე გვიან ღამემდე ვიმყოფებოდით. დღეს კი ის დილის 7 საათზე დააკავეს",- აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, თენგო ბარბაქაძემ აგარაკზე მომხდარ ინციდენტში დაზიანება მიიღო.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მონაწილეობდა როგორც აგარაკის, ისე ხიდის ინციდენტში. იგი აგარაკზე მომხდარ ჩხუბში არის დაზარალებული. მის მიმართ განხორციელდა ძალადობა. როგორც ის ამბობს, ქეჩოში მოჰკიდეს ხელი და ათრიეს მიწაზე. შემდეგ ის, მეგობართან ერთად გამოვიდა აგარაკიდან და წამოვიდა თბილისში. მას თავზე ჰქონდა დაზიანება და ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა. შემდეგ ისინი მეგობრების დასახმარებლად მიბრუნდნენ და უკვე მოხდა ხიდის ინციდენტი, სადაც იმყოფებოდნენ მოძალადეები",- განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა თუ არა ხელკეტი, ამის შესახებ მას ინფორმაცია მას შემდეგ ექნება, რაც საქმის მასალებს გაეცნობა.