„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქალსა და მამაკაცს შორის და იყოს სათუთი და ბედნიერი“, - ასე აფასებს გორში არსრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი თამარ თედიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას.
უფლებადამცველის განმარტებით, დაკავებულს არასრულწლოვანთან ურთიერთობაში გარყვნილი ქმედება არ გამოუვლენია და მისი მოტივი დანაშაულებრივი არ იყო.
„მე ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა, რომ გარყვნილ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი ან საკმარისი მტკიცებულება რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, 5 თვის განმავლობაში ეს ადამიანი თავისუფლებაზე ვერ იქნებოდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა გორში არსრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაადასტურა, რომ საქმეზე თებერვალში ერთი, სრულწლოვანი, პირი დააკავა.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება 141-ე მხულის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ძალადობის გარეშე, სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულ 23 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა