მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესებუას მამა: შვილო, დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას

ესებუას მამა შვილს მიმართავს

„შვილო, დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას“, - ასე მიმართავს ბადრი ესებუას მამა მედიაჰოლდინგ „კვირას“ საშუალებით.

„შვილო, ბადრი გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი. არ ვიცით შენი ადგილსამყოფელი, სად ხარ? გამოდი, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად.

ამას გთხოვთ, შვილო. მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი. დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი“, - განაცხადა ბადრი ესებუას მამამ.

🔊 ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამნინისტრომ დაადასტურა, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, სამხედრო პირი, ბადრი ესებუაა.

🔊 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა და შემდგომ ისინი გაათავისუფლა.

🔴 ამჟამად, ბადრი ესებუას სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 შსს: ესებუას გადაადგილების შესახებ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს

👉 შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე იდენტიფიცირებულია