მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სათანადოდ შეასრულოს

ევროკავშირი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ  ინფორმაციას ავრცელებს.

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.

„21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორისი დავის შესახებ, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს ეხება.

გადაწყვეტილება მკაფიოდ ადგენს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი მუხლები.

სამართლის აღსრულება და ანგარიშვალდებულება კონფლიქტის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია და ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.

ევროკავშირი სრულად ერთგულია კონფლიქტის გადაჭრის, რაც ასევე მოითხოვს ძალისხმევას, რათა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობას პასუხი გაეცეს. ევროკავშირის ამას აკეთებს მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით და გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც ადგილზე იმყოფება.

ევროკავშირის ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.

იხილეთ აგრეთვე:

❗„საქართველომ რუსეთს დავა მოუგო“ - თეა წულუკიანი

❗„ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი საქართველოს არ ჰქონია“ - ვოლსკი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

❗სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია