მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: სტრასბურგის სასამართლოში საჩივრები განახევრებულია

გახარია სასტუმრო რედისონში

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან საჩივრების რაოდენობა განახევრებულია.

"სტრასბურგის სასამართლოში საჩივრები განახევრებულია. გარდა ამისა 2019 წლის 31 იანვარს, სტასბურგის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ე.წ. დეპორტირებულების შესახებ, რომლითაც რუსეთის ფედერაციას დაეკისრა საქართველოსთვის 10 მლნ-ის გადახდა იმ პირების ზარალის კომპენსაციისთვის, რომელთა დეპორტაციაც განხორციელდა",- განაცხადა გიროგი გახარიამ.

მისი თქმით, პანდემიის პირობებშიც კი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა იყო გარანტირებული, რაც არ იყო ადვილი პროცესი.

პრემიერის განცხდაებით, მართლმსაჯულების სისტემა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი მთავრობის პრიორიტეტია.