მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განაჩენს გარეთ დაელოდებიან“ - პროკურორი ილიჩოვა-მელაშვილზე

პროკურორი სადრაძე

„ბრალდების მხარე ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს“, - ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის განცხადებით, ეს ნიშნავს შემდეგს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

„რაც შეეხება ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთი ღონიძიების ამ ეტაპისთვის შეცვლის საკითხს, ბრალდების მხარე ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მათ მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებულია და გადაცემულია სასამართლოსთვის.

ჩვენ პრაქტიკულად ბრალდებულების ქმედების აღიარება, ვიდეო-აუდიო ფორმით მოვიპოვეთ. ეს ნიშნავს შემდეგს ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ ამ პროცესში საკმაოდ პრინციპული ვიქნებით“, - აღნიშნა სადრაძემ.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ ერთი პირი იმყოფება გამოკითხვაზე.

„ამ მიმართულებით დავალებების გამცემი პირების გარშემო აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო სხვა მოქმედებები და აუცილებლად შესაბამის დროს საზოგადოებას ვაცნობებთ ამ გამოძიების შედეგების შესახებ“, - განაცხადა პროკურორმა.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს