მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

არადეკლარირებული ოქრო

ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.