მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულ 23 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული ვ.ვ. დამნაშავედ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულ 23 წლის კაცს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო.

გამოძიება დაპატიმრებულს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავება.

ბრალდებაში ნათქვამია, რომ 23 წლის ირაკლი ტაკიძემ, 14 წლის მოზარდთან გასული წლის ივნისსა და დეკემბერში მოტყუებით სექსუალური კავშირი დაამყარა.

ინფორმაციისთვის 14 წლის გოგომ სიცოცხლე 9 თებერვალს სუიციდით დაასრულა. დაცვის მხარე, მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც 23 წლის მამაკაცის ბრალეულობა იკვეთება, ასევე არ არსებობს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ამდენად მისი თქმით, მისი პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ იყო.