მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გავრცელებული ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე დააკავეს

პირი, რომელმაც რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა

გავრცელებული ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე დააკავეს. PIA.GE-ს ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურაში არ დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ 14:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული. პროკურატურაში არც ბრიფინგის თემას ასაჯაროებენ.

ინფორმაციისთვის, დავით ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტის ფოტოები გადასცა. ფოტოებზე ასახულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იმ ტყეში, სადაც ცხედარი იპოვეს, 5 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.