მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

პროკურატურის განცხადებით, გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართოლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

გიორგი რურუასთვის დაცვის მხარემ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.