მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

პროკურატურის განცხადებით, გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ გიორგი რურუასთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. მოთხოვნილი იყო 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდება, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.