მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს

პოლიციის შენობა მცხეთაში

მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ანა გაბეჩავას ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვაზე გაბეჩავას უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით მივიდნენ.

მისი თქმით, მიმდინარეობს ანა გაბეჩავას ბულინგი.

„ხორციელდება ბულინგი, ზეწოლა. ამასთან დაკავშირებით ვართ აქ“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.

გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალებამდე სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ანა გაბეჩავას მცხეთაში აგარაკი ჰქონდა ნაქირავები.