მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის. 

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. როგორც ცნობილია, დღევანდელ პროცესზე ჩვენებას არ მისცეს მოკლული ფეხბურთელი მეგობარი და ერთ-ერთი „ოქროს მოწმე“ გური ამირხანაშვილი.

„გუშინდელმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ იმ მეთოდოლოგიით გამოკვლევა, რომლითაც დგინდება ხანდაზმულობის პერიოდის სიკვდილამდე რამდენი ხნით ადრე მოხდა დაზიანებების მიღება, ასეთი მეთოდოლოგიით ამ დაზიანების კვლევა, ჩატარდა მხოლოდ და მხოლოდ 2 ლოკაციიდან აღებული საკვლევი მასალიდან, ეს არის მენჯის არედან და თავის არედან.

დანარჩენი დაზიანებები, რომელიც მიყენებულია გიორგი შაქარაშვილს სხეულზე ამ დანარჩენი ლოკაციებიდან არ მომხდარა იმ საკვლევი მასალის აღება. რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ 10-20 წუთით ადრე მიღებული დაზიანება ეხება იმ 2 ლოკაციას რაზეც ექსპერტებმა ისაუბრეს.

მდინარის პირას მიმდებარე ტერიტორიაზე არ მომხდარა ყველა იმ საგნის შესწავლა, რომლითაც შესაძლებელი იყო გიორგი შაქარაშვილს სხეულზე მიეღო დაზიანებები. ასევე ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა, რომ წყალში ჩავარდნის შემდეგ შესაძლებელია მიეღო ის დაზიანებები, რომელიც შაქარაშვილს სხეულზე აღენიშნება და ეს დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები“, - განაცხადა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

📌 შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

📌 სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

📌 ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, მათ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.