მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებას ითხოვენ

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წელი.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები ახალი ტომების გასაცნობად ორ თვიან ვადას ითხოვენ.

მორაგბე არჩილ გაგნიძის უფლებადამცველის ვასილ მამულაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი პრინციპია, დრო თანაზომიერად იყოს განაწილებული.

„მნიშვნელოვანი პრინციპია გვქონდეს დრო, რომ მოვიძიოთ მტკიცებულებები, ჩავატაროთ სხვადასხვა ექსპერიმენტები, გამოვკითხოთ პირები. გამოძიებას თუ ჰქონდა 2 თვიანი ვადა გამოძიებისთვის, ჩვენთვის 7-8 დღის მონიჭება თანაზომიერი არ არის, პირიქით, ცალსახად უკანონო გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მამულაშვილმა.

19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.


საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა. ამასთან, პროკურატურაში განაცხადეს, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავმდამსხმელებმა მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.