მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 პირის პროცესი 15 სექტემბრამდე გადაიდო

მცხეთის რაიონული სასამართლო

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი 15 სექტემბრამდე გადაიდო.

მხარეები მომდევნო სხდომაზე 10 სექტემბერს წარმოდგენილი მტკიცებულებების დაშვების საკითხს დააყენებენ.

ბრალდების მხარემ დღევანდელ სხდომაზე სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეომასალა და მოწმეთა ჩვენებები წარადგინა.

ადვოკატები ითხოვენ, რომ საქმეში დაზარალებული სტატუსის მქონე პირების ჩვენებები მოსამართლემ დაუშვებლად ცნოს, რადგან მათ ჩვენებები არაერთხელ აქვთ შეცვლილი.

ამასთანავე, ბრალდების მხარე ითხოვს, საქმეს არ დაერთოს ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების ნაწილი, რადგან მათი თქმით, ეს ჩვენებები საქმესთან შემხებლობაში არ არის.

აღნიშნულ შუამდგომლობებს მხარეები მომდევნო სხდომაზე დააყენებენ. მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტს, გადაეცეს თუ არა საქმე არსებით განხილვაში.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. 12 პირს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.