მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული ირაკლი წაქაძე

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი წაქაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა. დანარჩენი 10-დან ნაწილმა დუმილის უფლება გამოიყენა, ნაწილი კი, თავს უდანაშაულოდ სცნობს.

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა გაიმართა, სადაც 11 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადაიხედა. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და თერთმეტივე პატიმრობაში დატოვა.

19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფართებული.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.