მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება

მცხეთის რაიონული სასამართლო

დღეს, 14 სექტემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

პროცესზე გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირი წარსდგება, რომელთა საქმეც პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.

არსებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე განიხილება მტკიცებულებების დაშვებისა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სახებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.