მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში იაკობ ბრეგვაძე დაიკითხება

შაქარაშვილის საქმის მოწმე

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების ბრალებულობის შესახებ, დღეს საქმის ერთი-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხება.

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ფოტოგრაფი მოსამართლის ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არის.

„არ ვიცი, რა კითხვები იქნება, თუმცა მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს, რაც ექნება ბრალდებას და დაცვას. იაკობი არც ერთ ბიჭს არ იცნობდა. მათთან ერთად დატოვა აგარაკის ტერიტორია. ყველა მანქანით წავიდა. სრულიად შემთხვევით, ექვსი ადამიანი დარჩა მანქანის გარეშე და გადაწყვიტეს ერთად წამოსვლა. მაშინ მათი სახელებიც არ იცოდა. იყო სიბნელე. იაკობ ბრეგვაძეს უფრო კარგად ის ორი ადამინი ახსოვს, ვინც მაგისტრალზე წამოეწია და ნომრები გაცვალეს. მას კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია. იაკობი იტყვის ყველაფერს, რაც მას წინასწარ გამოძიებაში აქვს ნათქვამი“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 არასრულწლოვანი და 6 სრულწლოვანი პირია დაკავებული. 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ედება, ხოლო 12-ს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

გიორგი შაქარაშვილი 21 ივნისს მაშველებმა არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვიტარებული ასფიქსია გახდა.