მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა გრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წელი.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. 

სხდომაზე საქმეში არსებულ ვიდეო მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, ასევე, დღეს დაიკითხებიან სასამართლო სამედიცინო ექსპერტები, რომელთაც კომისიურ ექსპერტიზაში მიიღეს მონაწილეობა.

დაცვის მხარის განცხადებით, ვიდეო მტკიცებულებები ბრალდებულებთან კავშირში არ არის.

პროკურორი დავით ყაზარაშვილის თქმით, გამოსაკვლევია რამდენიმე ვიდეო და ფოტო მასალა და სხვა დეტალური ინფორმაცია.

შეგახსენებთ, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა, 21 ივნისს, 4 დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპოვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.