სამართალი

გოგი თოფაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ყოფილი პოლიტიკოსი
12:15 03.08
დაკოპირებულია

ბიზნესმენი გოგი თოფაძე მისი შვილიშვილის დაჭრის საკითხთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე მივა.

მან და მისმა მეუღლემ გამოძიებას ინფორმაცია ერთხელ უკვე მიაწოდეს, თუმცა გოგი თოფაძის გამოკითხვა მაინც შედგება.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, დაჭრის დროს მისი მეუღლე ადგილზე იმყოფებოდა და ის დაჭრას გადაურჩა.

„პოლიციაში უკვე ვიყავით მისული მე, ჩემი მეუღლე და ის ოთხი პირი, რომელიც ფაქტს ესწრებოდა. ჩემი მეუღლე ადგილზე იყო და დაჭრას გადაურჩა. ახლა ისევ პოლიციაში მივდივარ გამოკითხვაზე“,- აღნიშნა ხეჩინაშვილის კლინიკიდან გამოსულმა გოგი თოფაძემ ჟურნალისტებთან.

გოგი თოფაძემ კლინიკაში შვილიშვილი მოინახულა.

ცნობისთვის, გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. იგი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილი ბ.ჟ. დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწა...
22:50 22.10
„შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრ...
22:29 22.10
ქარელში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული...
22:16 22.10
„განვითარებული რეგიონი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მომდევნო წლებში ჩვენი გუნდი გააგრძელებს და გააფართ...
22:07 22.10
გოგი მეშველიანი თეთრიწყაროში გოგი მეშველიანი: მოსახლეობის ინტერესების დასა...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიან...
2021-2024 წლებში ერთწლოვანი კულტურების პ...
„ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200...
ლევან დავითაშვილი: ჩაის პლანტაციების რეა...
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი...
სომხური მხარე: აზერბაიჯანული მხრიდან 10...
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული ჯარის მხრიდან 10 ათასი...