მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გორში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის თებერვალში კიდევ ერთი პირი დააკავეს

ძალადობა არასრულწლოვანზე

გორში 14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით თებერვალში ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

როგორც ირკვევა, სრულწლოვანი მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას.

ფაქტზე გამოძიება 141-ე მხულის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ძალადობის გარეშე, სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ თებერვალში, გორში, 13 წლის გოგოზე სექსუალური ძლადობის მუხლით 50 წლამდე მამაკაცი დააკავა.

გოგონამ თებერვალში იმშობიარა, რის შემდეგაც სამართალდამცავი უწყებისთვის დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზ.მ.-ს ბრალდება დაუმძიმდა

„როდესაც მასწავლებელს კლასში დაუდის ასეთ მდგომარეობაში ქობულეთელი გოგო, რა გააკეთა მასწავლებელმა?“ - თეა წულუკიანი ქობულეთის ფაქტზე

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულ 23 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა