მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაკობ ბრეგვაძე: სასამართლოს ყველა კითხვას ვუპასუხე

შაქარაშვილის საქმის მოწმე  ფოტოგრაფი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სასამართლოს ყველა კითხვას უპასუხა.

„ბევრი შეკითხვა იყო ძალიან და ყველას პასუხი გავეცი. იყო გამეორებული კითხვებიც, ერთნაირი შინაარის და მე სასამართლოს ყველაფერზე ვუპასუხე“, - განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასდროს უთქვამს, რომ დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ამოცნობა შეეძლო.

„იაკობ ბრეგვაძემ თქვა, რომ იმ 8 ადამიანის, ვინც მანქანიდან გადმოვიდა და იმ ორისაც, ვინც ბიჭებს უკან მიჰყვებოდათ, სახელები და გვარები არ იცის, თუმცა ჩხუბში ყველა მათგანი მონაწილეობდა“, - აღნიშნა უფლებადამცველმა.

ბრალდებულების ადვოკატები იაკობ ბრეგვაძის ჩვენებას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ, რადგან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში მას ჩხუბის შესახებ არაფერი აქვს ნათქვამი.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული. მათგან 5-ს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ედება. 12-ს კი გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 21 ივნისს არაგვში იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.