მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იაფფასიანი ტრიუკია“ - ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას პასუხობს

სუსმა გაბუნიას სახელმწიფო დაცვა შესთავაზა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი 25 თებერვალს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ეს სამართლებრივად აბსურდია. 

ადვოკატის თქმით, პროკურატურის განცხადების შინაარსობრივი შეფასებაც კი შეუძლებელია.

„სამართლებრივად ეს აბსურდია. იმდენად წარმოუდგენელი რამ განაცხადა პროკურატურამ, რომ მისი შინაარსობრივი შეფასებაც კი შეუძლებელია.

რეალურად ეს არის ხელისუფლების მიერ მოფიქრებული იაფფასიანი ტრიუკი, იმიტომ რომ მათთვის კარგად იყო ცნობილი ნიკა მელიას პოზიცია გირაოს გადახდასთან დაკავშირებით და თებერვლის დასაწყისიდან ზუსტად ეს გვესმოდა მათი მხრიდან. მათ ნიკა მელიამ არაერთხელ გასცა საჯაროდ პასუხი, შესაბამისად ამ განცხადებით არაფერი იცვლება, ეს განცხადება და ტრიუკი გათვლილია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობაზე გავლენის მოსახდენად, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თანამეგობრობის პოზიციას ვერ შეცვლიან“, - განაცხადა „მთავარის“ ეთერში საძაგლიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს

🔴 ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

🔴 „პრინციპულად განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის“ - ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას პასუხობს