საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 35 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, 35 წლის კაცი საკუთარი ბიძაშვილის ცოლთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა, მკვლელობაც სწორედ ამ მიზეზით მოხდა.
მკვლელობა ერთ- ერთ ფერმაში მოხდა. ამ წუთებში, მოკლულის ცხედარს ფერმიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.
ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.