სამართალი

ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა

ირაკლი ფანგანის დაკავება
1611581883
დაკოპირებულია

ბათუმში ოპოზიციონერი დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო დაკავებულ ირაკლი ფანგანს ბრალი პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარედგინა. 

იგი ბრალდების წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა, რადგან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

„უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, სამართალდამცველებმა ირაკლი ფანგანი 24 იანვარს დააკავეს.

👉 მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

თურქეთში ე.წ. მწვანე პასპორტების გაცემა დაიწყეს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პირს თუ ორჯერადად აქვს ჩატარებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მას კოვიდპასპორტი ეკუთვნის. ინფორმაციას hurriyetdailynews-ი ავრცელებს.

1620806613

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 434-მა ადამიანმა გაიკეთა.

1620805646

მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა 39 ადამიანი დააკავეს. პოლიცია მათ აფეთქებებთან და ხანძრის გაჩენასთან აკავშირებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620804503

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 422 ფაქტი გამოვლინდა.

1620803376
თბილისის ანძა

744 თბილისი, 149 იმერეთი - კოვიდინფიცირების გ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 275 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 256 პირი.

1620803128
ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ ანდრია პირვ...

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით...

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოში დღეიდან ტემპერატურა 35 გრად...

12-14 მაისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.