სამართალი

ირაკლი შოთაძე: საქართველოს პროკურატურაში ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერა

გენერალური პროკურორის
განცხადებით,
ნარკორეალიზატორების
მიმართ პროკურატურა მკაცრ
სისხლისსამართლებრივ
პოლიტიკას ახორციელებს
1610520484
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურაში ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერა, რაც აისახა კიდეც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის თქმით, არსებობის ათწლიანი პერიოდის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა სულ 48 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის 39 საქმე - სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) ან/და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით, რომელთაგანაც 31-ზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე, 8 - სამოხელეო და ფინანსური, ხოლო 1 ოჯახური დანაშაული.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პირველად გაიმართა ოჯახური დანაშაულის საქმის განხილვა, რომელიც გამამტყუნებელი ვერდიქტით დასრულდა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, 2020 წლის ივლისში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდა ცვლილება და სასამართლოს კოორდინატორთა სამსახურს მიეცა შესაძლებლობა მოეპოვებინა მსაჯულობის კანდიდატებზე დამატებითი ინფორმაცია.

„2020 წელს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლება 26 საქმეზე იქნა გამოყენებული დაცვის მხარის მიერ, რაც წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელია. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ პროცესებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ პროკურორთა წრის გაფართოება. ამ მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით პროკურორებისთვის დაიწყო სასამართლო უნარ-ჩვევების ტრენინგი, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს და მიზნად ისახავს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიმართულებით პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებას“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448
ხანძარი ინდოეთში

ინდოეთში ვაქცინების ცენტრში ხანძარს 5 ადამიან...

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.