მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლს, ელჩ რუდოლფ მიხალკას შეხვდა

ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლს, ელჩ რუდოლფ მიხალკას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლს, ელჩ რუდოლფ მიხალკას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში შემავალი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს.

„ირაკლი შოთაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა იმ ექსპერტული დახმარებისთვის, რაც ეუთომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურას აღმოუჩინა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ეუთოს და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.