მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილი წყაროს წყალივით წმინდაა ლუკასის და მისი დედის წინაშე

ბასილაშვილის ადვოკატი

საქართელოს პირველი ჩოგანის, ყოფილ ცოლზე ფიზიკურად ძალადობაში ბრალდებულის ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესების დამცველის ირმა ჭკადუას განცხადებით, არსებობს ფაქტები, რომლებიც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობას ადასტურებს.

"ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და უფრო მეტსაც გეტყვით, წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე. როდესაც მოხდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავება არ არსებობდა მისი დაკავების საფუძველი. შინაარსობრივად და თვისობრივად ეს საქმე არ არის მსგავსი იმ ძალადობის საქმეების რაც ხშირად ხდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი იმყოფებოდა მისი მშობლების სახლში და მისთვის განკუთვნილ დროს ატარებდა შვილთან" - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილი მეუღლის ცემაშია ბრალდებული. სპორტსმენი 22 მაის დააკავეს 2 დღეში კი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.