მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იუსტიციის საბჭოში დღეს უზენაესის მოსამართლეობის 2 კანდიდატს მოუსმენენ

იუსტიციის საბჭოს შენობა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 2 კანდიდატს მოუსმენენ.

საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხებენ პაატა ქათამაძე და ლაშა ქოჩიაშვილი. გასაუბრების პროცესი 11:00 საათზე დაიწყება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 2 ვაკანტური თანამდებობაა. საბჭოში კი, 6 კანდიდატს უნდა მოუსმინონ. შერჩეულ კანდიდატებს დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნიან.