მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: დეა კაპანაძემ იცის ყველაფერი, ციხე შიგნიდან ტყდება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ვარაუდობენ, რომ მათი შვილის საქმეზე დეა კაპანაძეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს და გამოძიებისგან მის სათანადო გამოკითხვას ითხოვენ.

„დეა კაპანაძემ იცის ყველაფერი, აგრეთვე გამომძიებელმა ბაჭულაშვილმა. მან გაშიფრა ფლეშკა და იცის რა მოხდა. ასევე აფციაურმა, რომელმაც ყველაზე დიდი დანაშაული ჩაიდინა საქმის გამოძიებაში და ახლაც ამას აგრძელებს. დაკითხონ დეა, ციხე შიგნიდან ტყდება“, - აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, დეა კაპანაძესთან გასაუბრება არაერთხელ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან თამარის მეგობარი არ შეხვდა.

გარდაცვლილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მეზობლებისგან აქვს ინფორმაციას, რომ დეა კაპანაძის სახლთან საპატრულო პოლიცია მორიგეობს, რადგან მასთან შეხვედრა ვერავინ შეძლოს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების განმარტებით, ისინი თეთრიწყაროს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებებს თავად მიმართავენ და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებენ.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს. სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის თანახმად, მისი გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოკსიკაცია გახდა.