მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: ვიცი, თამუნა ყველაზე მეტად დეას ენდობოდა

თამარ ბაჩალიაშვილის მამა

გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებით, ოჯახი სექტემბრიდან აქციებს გააგრძელებს.

„არ გავჩერდებით... საინტერესოა, დეა კაპანაძე ტყუილს რატომ ლაპარაკობს, თითქოს თამუნამ თქვა, დავიკარგებიო. ჩემი შვილი მეუბნებოდა, მამა დიდხანს ვეღარ გნახავო, მაგრამ ნორვეგიაში თავშესაფრის მიღებას გულისხმობდა და არა ამას. ვიცი, თამუნა ყველაზე მეტად დეას ენდობოდა, ვიცი, რომ დეას ფული მართებდა თამუნასი, ​თამუნამ მითხრა, საკმაოდ დიდი თანხა მივეციო“. - თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურაში, დღეს, 4 სექტემბერს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა 4 აფთიაქში წნევის, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიდეპრესანტი და საძილე მედიკამენტები იყიდა.

უწყებამ აღნიშნულის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.

თეონა თამაზაშვილის აზრით, გასაკვირია, რატომ დადიოდა თვითმკვლელობის სურვილის მქონე მისი შვილი წამლების საყიდლად სხვადასხვა აფთიაქებში, როცა მას სუიციდი ერთი წამლითაც შეეძლო.