სამართალი

კახეთის პოლიციამ ყვარელში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

ბორკოლების დადება
1620287607
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი.ყ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნაცნობი - 1982 წელს დაბადებული მ.პ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ი.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ყვარლის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

✅კახეთში 50 წლამდე კაცი დაჭრეს

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623739894

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

1623739624

„20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623739446

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს “ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1623739367
ჯანდაცვის მინისტრი

„გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურა...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

1623703144
„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ  90%-ზე მეტი ეფექტ...

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

15 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრ...

სხვადასხვა სამუშაოს გამო 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აშშ-თურქეთის პრობლე...

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენთან პირველი პირისპირ საუბარი ოპტიმისტურად შეაფასა, - ამის შესახებ როიტერი იუწყება.