მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში 50 წლამდე კაცი დაჭრეს

დეჟავუში აფეთქება მოხდა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი თანასოფლელმა დაჭრა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს (რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 7–დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.