მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კარტოგრაფების საქმეზე“ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზა გიგი უგულავას ძმამ ჩაატარა

დავით გარეჯის საქმე - კარტოგრაფები - Pia.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 ნოემბერს „დავით გარეჯის საქმეზე” დაკავებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვასთის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობენ.

ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს 200 ადამიანის თავდებობას შესთავაზებენ. ადვოკატები ელოდებიან, რომ სასამართლო მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ირკვევა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა, სადაც წერია რომ რუქები არ ვარგა, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ძმამ, ირაკლი უგულავამ ჩაატარა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქმეში ნამდვილად დევს უგულავას მიერ ჩატარებული დასკვნა. თუმცა, ის დასკვნას ხელს აწერს არა როგორც კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელი, არამედ როგორც ფიზიკური პირი.

2020 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამრთლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიების სახედ და „დავით გარეჯის საქმეზე” დაკავებული კარტოგრაფები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ციხეში დატოვა.

👉ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

⭕ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებიან.

⭕ მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა.

⭕ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს.