მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კასპში მძევლების აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლის ჩაქუჩი

კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.გიორგი მენაბდიშვილი ბრალს არ აღიარებს.

👉 ინფორმაციისთვის, 16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში, ერთ-ერთ საწარმოაში 2 პირი მძევლად აიყვანა.

👉 რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ბრალდებულმა მძევლები გაათავისუფლა, თუმცა შემდეგ თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

👉 იგი სამართალდამცველებისგან მანქანას და რუსეთში უსაფრთხოდ გამგზავრებას ითხოვდა. მისი მოთხოვნები არ შესრულდა და ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

👉 ბრალდებულის ოჯახის წევრების თქმით, გიორგი მენაბდიშვილს დანაშაულებრივი ქმედებისკენ კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულმა პირებმა უბიძგეს, რომლებმაც მუქარის საშუალებით მას ერთ-ერთ ბიზნესში 10%-ის ოდენობით საკუთარი წილი დაათმობინეს.