მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კასპში მძევლების აყვანისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ფსიქიატრიული ექპსერტიზა ჩაუტარდება

მოსამართლის ჩაქუჩი

კასპში 2 პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს გიორგი მენაბდიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, მას ბრალდება უკვე წარედგინა, რის შემდეგაც პროკურატურამ გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

👉 ინფორმაციისთვის, 16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში, ერთ-ერთ საწარმოაში 2 პირი მძევლად აიყვანა.

👉 რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ბრალდებულმა მძევლები გაათავისუფლა, თუმცა შემდეგ თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

👉 იგი სამართალდამცველებისგან მანქანას და რუსეთში უსაფრთხოდ გამგზავრებას ითხოვდა. მისი მოთხოვნები არ შესრულდა და ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

👉 ბრალდებულის ოჯახის წევრების თქმით, გიორგი მენაბდიშვილს დანაშაულებრივი ქმედებისკენ კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულმა პირებმა უბიძგეს, რომლებმაც მუქარის საშუალებით მას ერთ-ერთ ბიზნესში 10%-ის ოდენობით საკუთარი წილი დაათმობინეს.