მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კასპში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს წარსულში თავდაცვის მიზნით 2 ადამიანი ჰყავს მოკლული

მკვლელობა კასპში

კასპში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მანქანის ხელოსანს წარსულში, თავდაცვის მიზნით, ორი ადამიანი ჰყავს მოკლული.

შემთხვევა წლების წინ მოხდა. მიხეილ კოტიაშვილმა თავის დასაცავად, საკუთარ სახლში ორი ადამიანი მოკლა. მაშინ ის გაამართლეს და მართლმსაჯულების წინაშე პასუხი არ უგია.

დაკავებულის ახლობლების თქმით, კაცმა 1 დღის წინ მკვლელობა იმავე მოტივით ჩაიდინა, რადგან სტუმარმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

62 წლის მამაკაცს, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს, ბრალი 108-ე, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ედება, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.