მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხობში ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია

არ გადაკვეთო 4

ხობში, ჭალადიდის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შედეგად მანქანაში მჯდომი 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

კლინიკის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ორ ბავშვსა და ორ მამაკაცს მრავლობითი ნაკაწრები აღენიშნება, კიდევ ორ მამაკაცს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ქალის მდგომარეობა კი შედარებით საყურადღებოა. პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, აქვს დაზიანებები გულ-მკერდის და კისრის არეში“, - აღნიშნა მიგინეიშვილმა.

შს სამინისტო ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.