მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობალაძე შვილის დაკავებაზე: სამართლის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ

დეპუტატი კობა კობალაძე

დეპუტატი კობა კობალაძე აცხადებს, რომ სამართლის წინაშე ყველა თანასწორია. მან ეს განცხადება თავისი შვილის დავით კობალაძის დაკავების საკითხზე გააკეთა.

„საკმაოდ პასუხისმგებლიანად ვცხოვრობ, მიცხოვრია და ვიქნები ასე, მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრი. აქედან გამომდინარე, თითოეულმა დაიწეროს გულის ფიცარზე, სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორნი და არც არავისი ნება-სურვილის, ან დაკვეთის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება“,- აღნიშნა კობა კობალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, დავით კობალაძე 5 პირთან ერთად ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.