მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთში ავარიის დროს დაშავებული ორსული საავადმყოფოში გარდაიცვალა 

საავადმყოფოს დერეფანი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ორსული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი 30 კვირის ფეხმძიმე იყო და საავადმყოფოში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს.

ქობულეთში ავარია რამდენიმე საათის წინ მოხდა, რის შედეგადაც ადგილზე ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.